თავისუფლება... მცნება რომელიც ყველასთვის სხვანაირია, ზოგისთვის ეს არის აგვირახსნილობა, ზოგისტვის 21 საუკუნის ევროპულობა, ზოგისტვის დზალაუფლება და ბევირ ფული, ანიცჰებს ტავისუფლებას.... ეკლესიური გაგებით ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია საკუთარ მოქმედებაზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებელი. საკუთარი ცხოვრების წარმართვის სადავეები ჩვენს ხელშიც არის მოქცეული და ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი არის ის, რომ გაგვაჩნია თავისუფალი ნება, ნებისყოფა და თავად განვსაზღვრავთ როგორ გამოვიყენებთ ამ ღვთივბოძებულ უნარს. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ადამიანი მონაა ცოდვისა და მხოლოდ მას შეიძლება ეწოდოს თავისუფალი, რომელიც ცოდვებისგანაა გათავისუფლებული. და ასევე:"თავისუფლება სულის სხეულზე ბატონობაა! როგორც ამბობდა წმ. ქსენოფონტე ათონელი.. ადამიანი საკუტარი ტავის უპალია... ამ მდგომარეობას ადამიანი ერტსა და 2 დგესჰი ვერ მიაგწევს, არამედ იგი მტელი ცხოვრება უნდა ესწრაპოდეს ასეტ სრულყოპილ მდგომარეობას.... თავისუფლება, ჩემი აზრით, უნდა მოიპოვო მოქმედებით და არა სიტყვით. თვიტ ამ სიტყვაში მოიაზრება მოქმედება: სიტყვა შემდეგნაირად დავყოთ თავის––უფალი=> "თავის", ანუ აქ ზოგადად ინდივიდი უნდა ვიგულისხმოთ, ფიზიკური პირის საკუთარი "მე", ხოლო "უფალი"– სიტყვაში მოიაზრება აღუწერელი სიკეთე, პატივისცემა, თავმდაბლობა, სიყვარული და რა თქმა უნდა უსაზღვრო შესაძლებლობა. თუ ადამიანი მიაღწევს რომ თავისი თავის უფალი თვითონვე იყოს, ასეთი ადამიანი სრულყოფილად თავისუფალია. მაგრამ ამის მიღწევას, მოქმედება და საკუთარ თავთან შრომა ჩირდება, ჯერ შენი თავის შესაძლებლობები ბოლომდე უნდა გაიგო და დარწმუნდე, ხოლო შემდეგ იბრძოლო შენი თავისუფლებისთვის. ზოგჯერ თავისუპლება დამღუპველია ისეთი ადამიანისთვის, რომელიც მის არსს ვერ ჩაწვდა და მხოლოდ სიტყვის გულისთვის იბრძოლა, რადგან ეს სიტყვა 21–ე საუკუნეში, ისეთი პოპულარობით სარგებლობს, რომ მისთვის დაუფიქრებლად ღირს ბრძოლა. ასეთი ადამიანი ზოოპარკსჰი ან ცირკში გამოზრდილ ცხოველს წააგავს, რომელსაც თუ ტყეში გაუშვებ და "ტავისუფლებას" აზიარებ გარდაუვლად დაიღუპება.
თუ თავისუფალი ხარ, ესე იგი არაფერზე უნდა იყოს დამოკიდებული შენი თავისუფლება, მით უმეტეს ფულზე. არ მესმის როგორ უნდა გავიგო: "მქონდეს საკმარისი ფული იმისთვის რომ ვიყო თავისუფალი" ?
თავისუფლება ქადაგებს : ,,შენი თავისუფლება თავდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება“.